ევროკომისია პოლონეთს განჩინების შესასრულებლად ვადას 16 აგვისტომდე აძლევს

21 ივლ 2021

ევროკომისიამ პოლონეთს 16 აგვისტომდე მისცა ვადა ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთს ჯარიმა ემუქრება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განაცხადა.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ახალი დისციპლინარული სისტემა მოსამართლეებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს.