აჭარაში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 ივლ 2021

21 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 309 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 48, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.

1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 10.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 992, პირი, აჭარაში - 1 897.