მედიის წარმომადგენლები მთაწმინდის პარკის მიმდებარედ აქციას მართავენ

20 ივლ 2021

"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პრეზენტაციის პარალელურად, მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე ჟურნალისტები აქციას მართავენ.

ისინი ადგილზე „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არიან შეკრებილი და 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ბანერები აქვთ გაშლილი,

მთაწმინდის პარკის ავტოდრომის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"ქართული ოცნება" დედაქალაქის მერობის კანდიდატს 20:00 საათზე წარადგენს.