"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა

20 ივლ 2021

"ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.