“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

20 ივლ 2021

ვინ იქნება თბილისის  მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან? მმართველი ძალა  გადაწყვეტილებას დღეს გაახმოვანებს, თუმცა მანამდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პოსტისთვის სახელისუფლებო პარტიის სახელით ისევ კახი კალაძე იბრძოლებს. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 20:00 საათზე დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატს.