ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

20 ივლ 2021

"TV პირველის" ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა გუშინ შეუფარდა.  

მოსამართლემ  მიმალვის და დანაშაულის ჩადენის განმეორების საფრთხის გათვალისწინებით  ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.