ახალი მოწვევის პარლამენტი ხვალ ბიუროს პირველ სხდომას გამართავს

19 ნოე 2016

ხვალ მე-9 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ხვალინდელ ბიუროზე იმსჯელებენ ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის კომიტეტებსა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში განხილვა მომავალი კვირის განმავლობაში იგეგმება.