აჭარაში კორონავირუსი 94 ადამიანს დაუდასტურდა 

19 ივლ 2021

19 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 94 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 273 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია  46, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი.

1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 453, პირი, აჭარაში - 1 545.