ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ელოდებიან

18 ივლ 2021

პარლამენტში დღეს საქართველოს შს მინისტრს მოუსმენენ. რიგგარეშე სესია ამ წუთებში იწყება. ვახტანგ გომელაური 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

შს მინისტრის გამოსვლის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მედიის წარმომადგენლების აქციაა დაგეგმილი. ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდეს არ ჩაკეტონ პარლამენტის შესასვლელი კარი. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცველები.