შს მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან

17 ივლ 2021

პარლამენტში ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან.  ვახტანგ გომელაურს  5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

როგორც იცით თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს ღირსების მარში უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები. ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ მედიის წარმომადგენელს.