ნესტან ნიჟარაძის ნამუშევრების გამოფენა

17 ივლ 2021

აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ-დიზაინერის ნესტან ნიჟარაძის გამოფენა გაიხსნა. 

მხატვარმა გამოფენა მეუღლეს, მხატვარ ბექა ბჟალავას ხსოვნას მიუძღვნა. მუზეუმში წარმოდგენილია ბექა ბჟალავას ნახატიც. ნამუშევრების ნახვის საშუალება მსურველებს ორი კვირის განმავლობაში ექნებათ.