ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებისთვის ორი პირი დააკავეს

16 ივლ 2021

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავა.  გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ახდენდნენ ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციას, მათ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, ვეტერინალურ-სანიტარული პროცედურების დარღვევით ახორციელბდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას. პროდუქციის რეალიზაცია კი თბილისში ხდებოდა.