კორონავირუსზე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული

16 ივლ 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,  კორონავირუსზე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

​''რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.