ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

16 ივლ 2021

ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოგფენა-გაყიდვა  გაიმართა ბათუმში. გამოფენებში მონაწილეობას 50-მდე ხელოვანი იღებს. ღონისძიება „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა დღესაც  გრძელდება.

ჩატარდება მასტერკლასი მარკეტინგში ხელოვანებისთვის და გაიმართება კონცერტი.

ღონისძიების მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.