გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

16 ივლ 2021

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები იმყოფებიან „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაშიც.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კონსტანტინე მორგოშიას სახლში.