აჭარაში კორონავირუსი კიდევ 118 ადამიანს დაუდასტურდა 

16 ივლ 2021

ბოლო 24 საათში, აჭარაში, კორონავირუსი კიდევ 118 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  191 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 34, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება სამი პირი. 

1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 268- აჭარაში. 10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 877, პირი, აჭარაში - 1 182.