''ფაიზერით'' ვაქცინაცია დღეს დაიწყო 

16 ივლ 2021

''ფაიზერით'' ვაქცინაცია საქართველოს ოთხ ქალაქში, ბათუმში, თბილისში, გორსა და ქუთაისში, დღეს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია 7 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.

„ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“;

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“;

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“;

„ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“;

ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;

ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“;

გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერის" ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. 

ქვეყანაში 28 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა, რომელიც 14 000 მოქალაქისთვის არის საკმარისი. რეგისტრაცია 14 ივლისს დაიწყო, თუმცა პორტალზე არსებული ხარვეზის გამო საიტი რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო.