ტრენინგებსა და კონფერენციებზე დასწრება მხოლოდ PCR ტესტის შემდეგ იქნება ნებადართული

16 ივლ 2021

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. 19 ივლისიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აიკრძალა ბანაკური ტიპის შეკრებებიც.