პიანისტი სანდრო გეგეჭკორი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

15 ივლ 2021

20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულია.  კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა. ფინალურ ტურში ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა. სანდრო გეგეჭკორს დიპლომთან ერთად  ფულადი ჯილდო – 25 000 ევრო გადაეცემა.