ხვალ, ხელვაჩაურში და ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

15 ივლ 2021

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ხვალ, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება ბაგრატიონის ქუჩასა და ლერმონტოვის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში მცხოვრებ აბონენტებს. 

ასევე, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში.