შს მინისტრი პარლამენტში სავარაუდოდ 18 ივლისს მივა

15 ივლ 2021

სავარაუდოდ  18 ივლისს  შინაგან  საქმეთა მინისტრი პარლამენტში  მივა. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის კონკრეტული თარიღი დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა მიიღონ.

ვახტანგ გომელაურს საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის ოპოზიცია იბარებს.