ალტ-ინფოს დამფუძნებლები პოლიციაში გამოკითხეს

15 ივლ 2021

ორგანიზაცია ქართული მისიის პლატფორმისა და  ალტ-ინფოს დამფუძნებლები თბილისში, რუსთველის გამზირზე მომხდარი მოვლენების გამო  გვიან ღამით გამოკითხეს.

ალტ-ინფოს წამყვანმა ზურა მახარაძემ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა., ქართული მისიის ერთ-ერთი დამფუძნებლის რამაზ გაგნიძის თქმით, გამომძიებლებს მათთან კითხვები ჰქონდათ, როგორც ლგბტ თემის აქციის ირგვლივ, ასევე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე.

რამაზ გაგნიძის მტკიცებით, ლექსო ლაშქარავა ცემის შედეგად არ გარდაცვლილა.