აჭარაში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

15 ივლ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 200 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი.

1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 - თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 528, პირი, აჭარაში - 1 122.