ჟურნალისტების მორიგი პროტესტი

14 ივლ 2021

მთავრობის კანცელარიის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მისი ფოტოები ჟურნალისტებმა ქუთაისის მერიაში გამოფინეს, ამ ფორმით გამოხატეს მორიგი პროტესტი.

მედიის წარმომადგენლების თქმით, 5 ივლისს პრემიერ-მინისტრის წახალისებით მედიის 53 წარმომადგენელს სცემეს, რის გამოც ბრძანების გამცემი, წამახალისებელი და მოძალადე პირების დასჯას ითხოვენ.

მათივე ინფორმაციით, აქცია-პერფორმანსი შეხვედრის ფონზე უნდა გამართულიყო.

ქუთაისის მერიის შენობაში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ელოდებოდნენ. ის ქუთაისის მერს უნდა შეხვედროდა და მემორანდუმი გაეფორმებინათ, თუმცა, ჟურნალისტების ინფორმაციით,  მერიაში არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.