აჭარის ღია პირველობა საპლაჟო ფრენბურთში

14 ივლ 2021

ბათუმის ქვიშის მოედანზე საპლაჟო ფრენბურთში იუნიორებში აჭარის ღია პირველობა - „შავი ზღვის ვარსკვლავები“ მიმდინარეობს.

შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი, ვაჟთა 18 და გოგონათა 20 წყვილი მონაწილეობს.

ტურნირის მიზანი ახალგაზრდა და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენაა, რომლებიც მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.