აჭარაში კორონავირუსი კიდევ 107 ადამიანს დაუდასტურდა

14 ივლ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 183 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი.

952 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 242- აჭარაში. 9 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 467 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 315, პირი, აჭარაში - 1 010.