აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

13 ივლ 2021

აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 187 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 44, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 2 პირი.  

924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 - თბილისში, 242- აჭარაში. 8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 173, პირი, აჭარაში - 847.