აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან

12 ივლ 2021

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან.

მათივე თქმით, მიუღებელია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება.