აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა

12 ივლ 2021

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ოპოზიციის აქცია იმართება ხმაური და დაპირისპირებაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქტივისტებმა მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა.