სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

12 ივლ 2021

ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე კი სახალხო დამცველმა პრემიერის განცხადება და განვითარებული მოვლენები შეაფასა.  „პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით - პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო ორგანიზებული სათანადო რაოდენობით პოლიცია და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.