ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება აკეთებენ კრემლის საქმეს - კელი დეგნანი 

12 ივლ 2021

ყველამ კარგად იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. 

ელჩმა ლევან ვასაძის კომენტარი შეაფასა, რომელმაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშ-სა და სხვა ქვეყნების ელჩები დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ დგას ამის უკან, ვინ იხდის ამისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის” ლიდერმა მიმართვა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის „პრაიდის“ დაძალებას.