აჭარაში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

12 ივლ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 56 პაციენტი.   ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 172 ადამიანი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში 217, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 239.

მძიმე პაციენტია 46, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 2 ორი პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 997, პირი, აჭარაში - 785.