მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ლიდერობს

12 ივლ 2021

მოლდოვაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტიას ხმათა 52.4 პროცენტი აქვს. არჩევნებში მონაწილეობას 23 კონკურენტი – 20 პარტია, ორი საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იღებდა. 

„მოქმედების და სოლიდარობის“ პარტიამ თავის პროგრამაში მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება დაასახელა.

ასევე მთავარი საკითხებია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და რუმინეთთან. პროგრამულ პრიორიტეტებში დასახელებულია უკრაინასთან და საქართველოსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელება.