ვიზიარებ უდიდეს ტრაგედიას და მწუხარებას გამოვთქვამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო - თორნიკე რიჟვაძე

11 ივლ 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.

"ვიზიარებ უდიდეს ტრაგედიას და მწუხარებას გამოვთქვამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მთელ საზოგადოებას, ,,ტვ პირველს” და მედიის თითოეულ წარმომადგენელს. მჯერა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.