განათლების სამინისტრო პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს

11 ივლ 2021

საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში  ინტეგრაციის ხელშეწყობა - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს. 

კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები. კვალიფიკაციების განვითარების ახალ მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე.