"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

11 ივლ 2021

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს "პრაიდის" მოწინააღმდეგეები "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის კლინიკიდან გუშინ გაწერეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.