წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში მიაბრძანეს

10 ივლ 2021

ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები-სწორედ წმინდა ნაწილების გადმოცემის ცერემონიალს ადევნებდით ახლა თვალს.

ამ წუთებში კი სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინება. წმინდა ნაწილები ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, მათ მადლობა გადაუხადა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ისტორიული უწოდა. ასევე განაცხადა, რომ დღეს თბილისში  მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნება.