დარჩება თუ არა ჯვარი პარლამენტის შენობის წინ ?

09 ივლ 2021

დარჩება თუ არა პარლამენტის შენობის წინ 5 ივლისს  აღმართული ჯვარი-საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს. შინაგან საქმეთა  მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებენ. ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა ასევე  პარლამენტთან ჯვრის მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილ  აქციაზე, რომელიც არ შედგა გაურკვეველი ჯგუფების მიერ წინასწარ დაგზავნილი   შეტყობინებების გამო. მინისტრის თქმით, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.