ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ იმსჯელეს

09 ივლ 2021

ვენაში ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომა გაიმართა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ. 

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას ,  საქართველოს დელეგაციამ აღინიშნა, რომ რაუნდის დროს, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები.