ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

09 ივლ 2021

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით  ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, რომელიც საქართველოს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს გადასცემს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს ოფიციალურ პირებთან,  ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა.