აჭარაში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

09 ივლ 2021

ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 152 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 40, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  4 პირი.

ქვეყნის მასშტაბით 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 727 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 364 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 784, პირი, აჭარაში - 676.