ერთი დეპუტატის ორი მანდატი - ირღვევა თუ არა კანონი?

17 ნოე 2016

პირველ სხდომას ახალარჩეული პარლამენტის 141 წევრი ესწრებოდა. მათ შორის სვეტლანა კუდბა ერთადერთი დეპუტატია, რომელიც 2 მანდატს ერთდროულად ფლობს. “მთავარი ამბები” დაინტერესდა დაირღვა თუ არა კანონი და შეუძლია თუ არა სვეტლანა კუდბას იყოს ერთდროულად აჭარის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მანდატების მფლობელი.