პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია 5-6 ივლისის მოვლებეთან დაკავშირებით - ვახტანგ გომელაური

08 ივლ 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

"მივაწოდე ინფორმაცია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, დეტალურად გავაცანი თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები, პოლიციელები, რამდენი ადამიანია დაკავებული. იყო კითხვები, რომლებზეც გავეცი პასუხი"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს.

სალომე ზურაბიშვილს დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.