დაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე

08 ივლ 2021

სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი მოქალაქეს მიაქირავა, სანაცვლოდაც  გამოართვა  ათასი ლარი, რა დროსაც ის დააკავეს.