მასობრივი ვაქცინაციის პროცესის  გამართულად წარმართვისთვის, საქართველოს დამატებითი ინვენტარი გადმოეცა

08 ივლ 2021

ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებით ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.

„ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.