იტალია ფინალშია, დღეს მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა

07 ივლ 2021

გუშინ ლონდონის უემბლიზე ევრო 2020 წლის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა.

კიეზასა და მორატას გოლებით მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი იტალიელებმა გაიმარჯვეს.

დღეს გაიმართება მეორე ნახევარფინალი, სადაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება.