საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

07 ივლ 2021

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. გუნდურ შეჯიბრებაში ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიგეს.

ნახევარფინალში მათ პოლონეთს 45:34 აჯობეს, ფინალში კი უკრაინას დაუპირისპირდნენ და 45:43 სძლიეს. 

პარამოფარიკავეთა ნაკრები ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.