ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

07 ივლ 2021

ქრთამის აღების  ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.  

საგამოძიებო უწყების ინფრომაციით, ბრალდებულმა ქრთამის  სანაცვლოდ, ცხოველთა სასაკლაოზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობა.