დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის ჯაჭვის გარღვევა და პარლამენტთან მისვლა სცადეს

06 ივლ 2021

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილმა "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლა სცადეს, რის გამოც რადიკალებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ ადგილიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.