პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა - "პალიტრანიუსის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

06 ივლ 2021

პარლამენტის შენობის წინ, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი, დაპირისპირება მოხდა.

რადიკალური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი  "პალიტრანიუსის" ოპერატორს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

პოლიციამ სამი ადამიანი ადგილიდან გაიყვანა. ტერიტორიაზე ამ წუთებში კვლავ დაძაბულობაა.